ოხანაშვილი – დღეს მტკიცდება რადიკალური ჯგუფის ზრახვები, ცდილობენ ვითარების დაძაბვას

გახსოვთ სუსი-ს განცხადება, რომ შესაძლოა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო. დღეს მტკიცდება რადიკალური ჯგუფის ზრახვები და სისრულეში მოდის – ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას, რადიკალიზაციის კერების შექმნას, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა საქალაქო სასამართლოსთან სააკაშვილის მხარდამჭერთა აქციაზე საუბრისას განაცხადა.

„ფაქტია, რომ სუსი-ს პოზიცია აღმოჩნდა დადასტურებულად სწორი და მართალი. შესაბამისი უწყება წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს. გამოხატვისა და შეკრების უფლება გარანტირებული ექნებათ იმ შემთხვევაში, თუ კანონს დაიცავენ. როგორც კი, კანონს გასცდებიან, რა თქმა უნდა, ამას ექნება ადეკვატური რეაგირება. ფაქტია, ეს ადამიანები ამბობდნენ, რომ არანაირ ესკალაციას არ შექმნიდნენ, მაგრამ საპირისპიროს აკეთებენ. რადიკალიზაციასა და კანონდარღვევას ცდილობენ. თითოეულ კანონდარღვევას პროპორციული რეაგირება ექნება. „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხალხს აბუჩად იგდებდა და ახლაც აგრძელებენ იმ ოჯახების დაცინვას, ვისაც შეეხო მათი მძიმე ტერორი. 7 ნოემბერს მზისით, დღისით ადამიანები დაარბიეს, მედიის ტერორი იყო და ხალხს მოეჩვენა, რომ „იმედში“ შეიჭრნენ? პატარკაციშვილების ოჯახს მოეჩვენა, რომ ქონება წაართვეს? ვალერი გელაშვილს მკვლელობის მცდელობამდე მიყვანა მოეჩვენა? რომელი ერთი მოგვეჩვენა? ეს საშიში ძალა ზნეს არ იცვლის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიღუდუშაური – უგულავა არის მოსიარულე სირცხვილი, როგორ ბედავს ეს „ფარჩაკი” და შეურაცხყოფას აყენებს პოლიციელებს
შემდეგი სტატიამინდა გკითხოთ, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნით სიამაყით განცდა? – სააკაშვილის მიმართვა ხალხს