ოხანაშვილი: არ შეიძლება, გავავრცელოთ ამნისტია წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე

“ამნისტია გავრცელდება და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომლებმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული, ასევე ეს შეეხება, როგორც დანაშაულის მომზადებას, ისე მცდელობას. პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება ასევე შეეხება პირობით მსჯავრს. არ შეიძლება გავავრცელოთ ამნისტია წამებაზე, წამების მუქარაზე, არაადამიანურ მოპყრობაზე და ასევე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე. ეს პუნქტიც ჩადებულია ჩვენ მიერ ინიცირებულ კანონპროექტში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

banner
წინა სტატიაშისამნიძე: ძალიან რთული გზა გვაქვს არჩეული, რომელსაც ხელი მოვაწერეთ
შემდეგი სტატია“თავმჯდომარე დალოცა და ქვეყნის სასიკეთოდ ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა” – კახა კუჭავა ილია II-ს შეხვდა