ოხანაშვილი – არ მესმის, ქართული ჯარის წვრთნისთვის აღარ უნდათ რომ გაიღონ თანხა და NGO-ების წვრთნას ატარებენ 2024 წელს თუ რა ხდება?

მე არ მესმის, ქართული ჯარის წვრთნისთვის აღარ უნდათ რომ გაიღონ თანხა და NGO-ების წვრთნას ატარებენ 2024 წელს თუ რა ხდება? – ქართველი ხალხისთვის მიუღებელია ფულით ვაჭრობით მანიპულირება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით, საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, თანხებით მანიპულირება არ არის არც მეგობრული ჟესტი და არც დამოკიდებულება სუვერენული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ.

“მე არ მესმის, ქართული ჯარის წვრთნისთვის აღარ უნდათ რომ გაიღონ თანხა და ამბობენ, რომ NGO-ები უნდა დავაფინანსოთო. NGO-ების წვრთნაში იხდიან თანხას თუ რა ხდება? NGO-ების წვრთნას ატარებენ 2024 წელს, თუ რაზეა საუბარი? NGO-ების წვრთნას აპირებს ვინმე ამ ქვეყანაში? ნუ, თუ გაწვრთნიან, რომ უფრო დემოკრატიულები იყვნენ და გამჭვირვალობას უჭერდნენ მხარს, ცუდი არ არის, წაადგება ჩვენს ქვეყანას და პირველ რიგში, მათ. თანხებით მანიპულირება არ არის არც მეგობრული ჟესტი და არც დამოკიდებულება სუვერენული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიმართ. ქართველი ხალხისთვის მიუღებელია ფულით ვაჭრობით მანიპულირება. ჩვენთვის, ყველასთვის მიუღებელია. ეს არ წაადგება მეგობრულ ურთიერთობას და ამიტომ თხოვნა გვაქვს, რომ გადახედონ ამ ნაბიჯებს, ამ რიტორიკას, ამ მიდგომას,” – განაცხადა ოხანაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი – თუ გვინდა, რომ რუკაზე იყოს უკრაინა და არა გვყავდეს პუტინი უნდა გადავდგათ ძალიან სწრაფი და კონკრეტული ნაბიჯები
შემდეგი სტატიავოლსკი – „ნაცმოძრაობისგან“ არაფერი უნდა გაგიკვირდეს, რადგან ისინი სისხლით და დანაშაულებებით არიან ერთმანეთთან დაკავშირებული