ოხანაშვილი: ამნისტიის კანონპროექტი აუცილებლად დაინიცირდება და იქცევა კანონად

“დღეს იყო მორიგი საქმიანი შეხვედრა, კიდევ გავცვალეთ პოზიციები, იყო სამართლებრივ დეტალებზე საუბარი, ჩვენ ავიღეთ შეთანხმებიდან გამომდინარე, ვიკისრეთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა ჩენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე, შესაბამისად, შეთანხმებად ჭირდება შესრულება, ქართული ოცნება რჩება ერთგული შეთანხმების, რომლისგან გამომდინარეც ყველას ნაკისრი გვაქვს ვალდებულებები, რომელიც, მათ შორის, შეეხება ამნისტიის კანონპროექტს, ამიტომ, აუცილებლად დაინიცირდება ამნისტიის კანონპროექტი, ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ და ვერ იქნება ევროკავშირის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ბედი.

ამნისტიის კანონი დაინიცირდება და იქცევა კანონად, არავის არაფერი არ გადაუფიქრებია, ამნისტიის კანონი დაინიცრდება, ქართული ოცნება შეასრულებს პირობას, აქ თუ იქნება რესურსი, რომ დაგვეთანხმოს ოპოზიციაც სამართლიან და რაციონალურ პროექტზე, ეს იქნება სამართლიანი და რაციონალური, თუ არ დაგვეთანხმებიან, ეს იქნება მათი არჩევანი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

banner
წინა სტატიაშისამადაშვილი: ოპოზიცია ხვალ დარეგისტრირდება პარლამენტში, შედეგად, გადაიდგმება ნაბიჯი რურუას შეწყალების სახით
შემდეგი სტატიასანიკიძე: ივანიშვილი არის სარკე, რომელმაც შიგ ჩაგვახედა