ოხანაშვილი: ამნისტიის აქტი დაინიცირდება და იქნება მიღებული

“ერთი ადამიანის ნება-სურვილზე, რა თქმა უნდა, არ და ვერ იქნება დამოკიდებული შეთანხმების შესრულება”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართვას.

“შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ყველა ხელმომწერმა პარტიამ აიღო ვალდებულება, ეს არის პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, რომ შევძლოთ ახალი ხარისხის თანამშრომლობაზე გადასვლა და ამისთვის ხელი უნდა შევუწყოთ დეპოლარიზაციას, დეესკალაციას. ამისთვის ერთ-ერთი პუნქტი არის ამნისტიის აქტის მიღება, ამნისტიის აქტი დაინიცირდება და იქნება მიღებული”, – თქვა ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია: ამნისტირებულ პოლიციელებს შორის ერთ-ერთი ჯალათია და ხელმომწერი ოპოზიციონერები ამას უარყოფენ
შემდეგი სტატიამალხაზ თორია: სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის გამო 42 საბავშვო ბაღი დახურულია, 37 სკოლა კი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა