“ოჯითიმ” ფინანსთა სამინისტროს გადასახადების რესტრუქტურიზაციისთვის მიმართა – “ომეგა” ჯგუფი დოკუმენტაციას ასაჯაროებს

“ომეგა” ჯგუფში შემავალი კომპანია “ოჯითი” იმ დოკუმენტაციას ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ფინანსთა სამინისტროს გადასახადების რესტრუქტურიზაციის თაობაზე მან ნამდვილად მიმართა. განაცხადი გასული წლის 24 აპრილით თარიღდება და მასში დეტალურად არის წარმოდგენილი რესტრუქტურიზაციის მიზეზები.

მიუხედავად ამისა, უწყებამ შესაბამისი კომისიის სხდომის დანიშვნასაჭიროდ არ ჩათვალა. ამ ფაქტის გამო,კი თითქმის ერთი წლის შემდეგ “ომეგა” ჯგუფმა უკვე ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელით საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა.

პარალელურად არასაპარლამენტო ოპოზიცია ტელეკომპანია “იბერიას” გადასარჩენად სპეციალური კომიტეტის შექმნას და უკვე აქციებს აანონსებს.

banner
წინა სტატიაში“პალიტრა მედიას” საქმე – მესამე სექტორი საგამოძიებო უწყებას გამჭვირვალე გამოძიებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატია2012 წელთან შედარებით სიღარიბე შემცირებულია, ხალხთან ჩაწერილი ინტერვიუები სიყალბის ნაწილია – კობახიძე