ოჯახში ძალადობისთვის დაკავებული ცინარიძე 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, დავით ცინარიძე 30 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

დავით ცინარიძეს ბრალი 2020 წლის 29 აპრილს წაუყენეს. ყოფილი მაღალჩინოსანი მეუღლის მიმართ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ 27 აპრილს ღამის საათებში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ცინარიძემ მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთჯერადად გაისროლა.

30 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ცინარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : შეუძლებელია, „ძალა ერთობაშია“ წარმოვიდგინოთ „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი : ირაკლი კობახიძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად დანიშვნა ოპოზიციის დახმარებაა