ოჯახში ძალადობის ბრალდებით 46 წლის მამაკაცი დააკავეს

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა 1971 წელს დაბადებული მ.ქ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს, 1972 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

banner
წინა სტატიაში“თიბისი დაზღვევა” პროექტის “ჩართე” მხარდამჭერია
შემდეგი სტატიადასაქმების ფორუმი