„ოჯახში ძალადობა არაა ის, რაც საქართველოს კულტურას და მის ტრადიციებს უნდა ახასიათებდეს“

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, ოჯახში ძალადობის მომრავლების საკითხზე, მნიშვნელოვანია ტემპერატურის აწევა.

ვოლსკის თქმით, ეს არაა ის, რაც საქართველოს კულტურას და მის ტრადიციებს უნდა ახასიათებდეს.

„კანონმდებლობის გარდა, მნიშვნელოვანია საზოგადოების დამოკიდებულება ამ თემისადმი. ერთხელ როგორც აიწია ტემპერატურა ამ თემისადმი, ისევ უნდა აიწყოს, მათ შორის მედიის მეშვეობით. ეს არ არის ის, რაც საქართველოს კულტურას და მის ტრადიციებს უნდა ახასიათებდეს, მაგრამ სტატისტიკასთან დაკავშირებით კიდევ ბევრია გადასამოწმებელი, თუმცა ეს თემა აქტუალურია”, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი „ავღანეთის ვეტერანთა საქართველოს კავშირის“ წევრებს შეხვდა
შემდეგი სტატიაუკრაინამ ქვეყანაში რუსული სატვირთოების ტრანზიტი აკრძალა