12.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ოჯახის წევრის გაუპატიურების ბრალდებით 19 წლის პირია დაკავებული

დაკავებულია 19 წლის პირი, ვინც გამოძიების ინფორმაციით, ოჯახის წევრს აუპატიურებდა – ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

2007 წელს დაბადებულ ს.ჟ.-ს ასევე ედავებიან ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის, არაადამიანური მოპყრობას, მუქარასა და ნივთის დაზიანებას.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სისტემატურად ფიზიკურად ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა – 2005 წელს დაბადებულ ქ.შ.-ს, ასევე, ძალადობდა სექსუალურად. ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შედეგად, ქ.შ.-მ თვითმკვლელობა სცადა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ს.ჟ. ბრალდებულის სახით დააკავეს”- წერს უწყება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე, 11 პრიმა 151-ე, 11 პრიმა 187-ე, 144-ე ტერცია და 126-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიკოლუმბიაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაღუპულია 15 მგზავრი
შემდეგი სტატიაამოღებულია: 75 შეკვრა “მეთადონი”, “გამომშრალი მარიხუანა” და “მცენარე კანაფი” – შსს-მ 3 პირი დააკავა