9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

ოჯახის წევრების ინფორმაციით, აფგან სადიგოვი დააკავეს

ჩემი მეუღლე, აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა, – ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის მეუღლე, სევინჩ სადიგოვა სოციალურ ქსელში წერს.

სადიგოვას თქმით, ამ დროისთვის მისთვის უცნობია, სად წაიყვანეს აფგან სადიგოვი.

„გუშინ მისი დეპორტაცია საქართველოდან აზერბაიჯანში, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული ბრძანებით განხორციელდა“, – წერს სადიგოვა.

შეგახსენებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 5 აპრილს, ადმინისტრაციული წესით დააკავა. შსს-ს ცნობით, ის სოციალურ ქსელში პოლიციელის მიმართ შეურაცხყოფისთვის იქნა დაკავებული. იმავე დღეს სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, საქართველოდან გაძევება და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა 3 წლის ვადით. ამასთან, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” დირექტორის, ადვოკატ თამთა მიქელაძის ცნობით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან სადიგოვი გუშინ ბაქოში, ნათესავების სახლში იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა – მინდა, ყველას კარგად ესმოდეს, რომ დეზინფორმაციის გავრცელება ოპოზიციის ალიანსის დისკრედიტაციას, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეებში უნდობლობის გაჩენას ემსახურება
შემდეგი სტატიააზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილს შეხვდება