ოჯახის წევრების დასანქცირება სწორი გადაწყვეტილება იქნება? სამართლიანია? – ქვარაია

“ოჯახის წევრების დასანქცირება სწორი გადაწყვეტილება იქნება? სამართლიანია?” – ამ კითხვას სხვამს რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი “ქართული ოცნებიდან” მერაბ ქვარაია.

ქვარაიასთვის უსამართლოა აშშ-ის განცხადება, რომ სანქციები შესაძლოა შეეხოს მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებსაც.

ეგ სამართლიანია, როგორ გგონიათ, რომ ოჯახის წევრები დაუსანქცირო კანონმდებელს, რომ კანონი მიიღო? თქვენ ფიქრობთ, რომ ეს სწორია? ოჯახის წევრების დასანქცირება სწორი გადაწყვეტილება იქნება? სამართლიანია?“ – ამბობს მერაბ ქვარაია.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით.

banner
წინა სტატიაშიისტორიაში შავი ასოებით ჩაეწერება იმის გამო, რომ საქართველო იღებს გამჭვირვალეობის შესახებ კანონს და ამის გამო სანქციებს უკეთებენ – ხაბარელია
შემდეგი სტატიათიბისის მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი – ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს