ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებით, სასულიერო პირები ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღესთან დაკავშირებით, სასულიერო პირები ავტოკოლონებით მსვლელობას მართავენ.

როგორც სასულიერო პირები აღნიშნავენ, ისინი თბილისის მასშტაბით ყველა ქუჩაზე გაივლიან, მოსახლეობას დალოცავენ და ქუჩებს ნაკურთხ წყალს ასხურებენ.

სასულიერო პირებმა სამების საკათედრო ტაძრიდან რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლეს, საიდანაც დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ქუჩებში გადანაწილდნენ.

წელს, პანდემიის გამო, ფეხით მსვლელობა არ გაიმართება.

დღეს, 2018 წელს დაწყებული ტრადიციისამებრ პატრიარქის კურთხევით, მოხდება დედაქალაქის დალოცვა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ 2014 წელს გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშითურქეთს სურს ევროკავშირის სამხედრო პროექტს შეუერთდეს
შემდეგი სტატიაზუგდიდის ყოფილი მერი – თანამდებობის დატოვება ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა