ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ზუგდიდში მსვლელობა გაიმართება. ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის განცხადებაშია ნათქვამი.
“17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ქ.ზუგდიდში გაიმართება სადღესასწაულო მსვლელობა 11:30-საათზე ვლაქერნის (დადიანების) ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძართან შეკრებილი სამღვდელოება და მრევლი გაემართება ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკათედრო ტაძარში სადაც აღევლინება სამშვიდობო პარაკლისი”,_ აცხადებს ეპარქია.















