21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მიმდინარე მსვლელობის მონაწილეები სამების ტაძარში მივიდნენ

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძრიდან წამოსული მსვლელობის მონაწილეები­, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში მივიდნენ.

მსვლელობის მონაწილეებს დალოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო III

სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებიან – აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, თბილისის საკრებულოს წევრები.

მანამდე კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო III სადღესასწაულო წირვა აღავლინა, რომელსაც საგანგებოდ მისი უწმინდესობის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამოსული სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიის დელეგაციები და სხვა სტუმრები დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კირცხალია: ჩვენი ქვეყნისთვის დღევანდელ დღეს ორმაგი დატვირთვა აქვს
შემდეგი სტატიაპატრიარქი შიო III: ვწირავ მადლობას ყოვლადმოწყალე უფალს კათოლიკოს-პატრიარქობის დიდი პატივისთვის