ოჯახის ინფორმაციით, საბერძნეთში დაკავებული 8 ქართველიდან ერთ-ერთი, 19 წლის ანანო ხერხაძე გაათავისუფლეს

საბერძნეთში დაკავებული 8 ქართველიდან ერთ-ერთი, 19 წლის ქუთაისელი ანანო ხერხაძე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას დაკავებულის დედა ავრცელებს. სოფო ფხაკაძის განცხადებით, მის შვილს არაფერი დაუშავებია, მისი დაკავების მიზეზი კი შესაბამისი დოკუმენტაციის არქონა გახდა.

ანანო ხერხაძე სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა განყოფილებაში. ოჯახის ინფორმაციით, გოგონა მომხდარს და მედიით მისი ფოტოების გავრცელებას ძალიან განიცდის.

”საბერძნეთის პოლიცია და მედია ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, ის არ იყო დამნაშავეთა დაჯგუფების წევრი. გოგონა 19 წლისაა“, – განაცხადა ხერხაძის ახლობელმა.

საბერძნეთში თაღლითობისა და ძარცვის ბრალდებით საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს. ათენის პროკურატურამ დაკავებულების ფოტოები, სახელები და გვარები გამოაქვეყნა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებად ასაღებდნენ თავს და მოხუცი ადამიანების სახლებში შედიოდნენ, შემდეგ კი ამ სახლებს ძარცვავდნენ.

აღსანიშნავია, ორი დღის წინ მძარცველებმა საბერძნეთში 85 წლის მოხუცი საწოლზე მიაბეს და უთოთი აწამეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – ვფიქრობ, არჩევნები სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა
შემდეგი სტატიახანძარი რუსთავში