ოჯახის განსაზღვრებასთან დაკავშირებით, საკოსტიტუციო ცვლილებებზე საჯარო განხილვები დაიწყო

პირველი შეხვედრა პარლამენტარებმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქალაქეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და თვითმართველობის წევრებთან გამართეს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, შეხვედრის მიზანი საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით მოქალაქეთა აზრის გაგებაა.

,,გვინდა რომ ავუხსნათ მოსალეობას, რატომ გადავწყვიტეთ კონსტიტუციაში ამ ჩანაწერის გაკეთება და მოვისმინოთ მათი აზრი, რას ფიქრობენ თავად ისინი ამ ჩანაწერის აუცილებლობაზე, ანუ ქორწინების განმარტება, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა ეს აუცილებელია რომ ჩაიწეროს კოსნტიტუციაში და ეთანხმებიან თუ არა ამას.“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა უფლებლივ თანასწორობას. საჯარო განხილვები თელავის შემდეგ რუსთავში,ზუგდიდში, ოზურგეთში,ბათუმში,ახალციხეში,გორში ყაზბეგში, მესტიაში, ამბროლაურსა და ქუთაისშიც გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ დაადასტურა, რომ აეროპორტზე თავდამსხმაში მონაწილე მეორე თვითმკვლელი ნაჯიმ ლაშროუი იყო
შემდეგი სტატია“ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს