ოჯახი თამაზ გინტურის სავარაუდო მკვლელებს ასახელებს

ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახი სავარაუდო მკვლელებს ასახელებს. როგორც მისი ძმა ჟურნალისტებთან ამბობს, ეს ინფორმაცია მას სანდო წყარომ მიაწოდა. მისი თქმით, ეს პირები, სავარაუდოდ, არიან ვასილ დემიდოვი და ნიკოლაი იშჩენკო.

“მკვლელების გვარებს ვაჟღერებთ, საიდან მაქვს [ინფორმაცია] და სანდო პიროვნებიდან. რა ინფორმაცია მაქვს და – ვინ მოკლა, ვინ ესროლა, რამდენი წლისაა და სადაც ცხოვრობს, ყველაფერო გადმომიგზავნეს – რუსები არიან. მესაზღვრეები არიან, წოდებით მაიორი, ორმა ჩაიდინა ეს დანაშაული. ქართველ სამართალდამცავებთან არანაირი აზრი არ აქვს, რაზე ვაცნობო, აქ არავინ არ მოსულა და რა აზრი აქვს, ჩვენს ქართველს სამართალდამცავებს ვაცნობო?”, – განაცხადა მან.

როგორც ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ აღნიშნა, დემიდოვი რუსეთის FSB-ს სასაზღვრო ჯარის მოსამსახურეა.

6 ნოემბერს სოფელ კირბალთან ოკუპანტებმა საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ, წავიდეთ კომპრომისზე, ვესაუბროთ, მათ შორის, ამ დესტრუქციულ ოპოზიციას, რომელიც საბოტაჟით არის დაკავებული, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი
შემდეგი სტატიაკანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ კიდე უფრო მკაფიო ხდება მმართველობის დემოკრატიული არჩევნებით ცვლილების ამოცანა – გიგი წერეთელი