19.8 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

“ოჯახი იქ იწყება, სადაც ორი ადამიანის სიცოცხლე ერთ სულიერ გზად იქცევა”- მეუფე ზენონი

მეუფე ზენონი წმინდა მამების, იოანე ოქროპირისა და ისააკ ასურის სწავლებებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ ნამდვილი კავშირი მხოლოდ თავისუფლებასა და სიყვარულზე შენდება.

„ქართულ ცნობიერებასა და კულტურაში ოჯახი აღიქმებოდა როგორც სიყვარულის, მსხვერპლის, მეხსიერებისა და ადამიანური თანადგომის სულიერი კავშირი. ქრისტიანული გაგებით, ოჯახი არის ის სულიერი სივრცე, სადაც ადამიანი პირველად სწავლობს იმას, რომ ადამიანის ცხოვრება მხოლოდ საკუთარი თავისთვის არსებობა არ არის, არამედ სხვისი ტკივილის გაზიარება და ერთმანეთის სიცოცხლის მოფრთხილებაა“, — წერს მეუფე ზენონი და დასძენს, რომ „ღმერთი არავის იზიდავს ძალით, არამედ დარწმუნებითა და სიკეთით უხმობს ადამიანს“.

banner
წინა სტატიაში“ეს არ არის არც ქრისტიანობა და არც ადამიანობა!”- პეტრე კოლხი პატრიარქ შიო მესამეს
შემდეგი სტატიააბუ დაბიში ბირთვულ ელექტროსადგურთან დრონით თავდასხმა განხორციელდა