ოჯახი 27 წლის ახალგაზრდის ცემაში პოლიციელს ადანაშაულებს

27 წლის ახალგაზრდის ოჯახი ხონში პოლიციელს თორნიკე კაკაურიძის ცემაში ადანაშაულებს. კაკაურიძის ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევა წუხელ „კომენდანტის საათის“ დროს მოხდა.

მათი ინფორმაციით, გადაადგილებაზე შეზღუდვა ახალი დაწყებული იყო, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა კაკაურიძეს შენიშვნა მისცეს, რის შემდეგაც ცემეს.

ოჯახის ინფორმაციით, 27 წლის ახალგაზრდას ტვინის შერყევა და მოტეხილობები აქვს. ის კლინიკაშია გადაყვანილი. თანმხლები პირის ინფორმაციით, კაკაურიძეს პოლიციელისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, მხოლოდ ჰკითხა, რატომ სცემდა, რასაც პოლიციელის გაღიზიანება მოჰყვა. მეორე პოლიციელი კი სხვებს ცეცხლსასროლი იარაღით აშინებდა, რომ არ დახმარებოდნენ.

ოჯახის მტკიცებით პოლიციელები არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. ოჯახი სიმართლის დადგენას მოითხოვს.

banner
წინა სტატიაშიზურაბიშვილი – მნიშვნელოვანია, სომხეთსა და აზერბაიჯანს კარგი ურთიერთობები ჰქონდეთ, გვინდა, შევქმნათ პლატფორმა დიალოგისა და სტაბილურობისთვის, ეს არის საქართველოს დამახასიათებელი ნიშანი
შემდეგი სტატიადღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება