დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი, ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში წერს, რომ ტრადიციების მხოლოდ სიტყვიერი აღიარება საკმარისი არ არის — სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა შექმნან ისეთი გარემო, სადაც ადამიანის ღირსება დაცული იქნება.
„იქ, სადაც საზოგადოებრივ სივრცეში არსებობს შიში, ძალადობა, უსამართლობა, სიღარიბე და მუდმივი დაპირისპირება, ზიანდება არა მხოლოდ ადამიანის შინაგანი სამყარო, არამედ თავად ოჯახური ერთობაც. ამიტომ ოჯახის დაცვა ქრისტიანული გაგებით ნიშნავს არა მხოლოდ ტრადიციის სიტყვიერ აღიარებას, არამედ ისეთი საზოგადოებრივი გარემოს შექმნას, სადაც ადამიანს შეუძლია იცხოვროს ღირსებით, თავისუფლებით, ნდობითა და მშვიდობით, რადგან ოჯახები ხშირად ინგრევა არა მხოლოდ ღირებულებითი კრიზისით, არამედ სოციალური უსამართლობით, ეკონომიკური სიდუხჭირით, ძალადობითა და მუდმივი შიშის ატმოსფეროთიც“, — წერს მეუფე ზენონი.
















