OGT-ის დირექტორი – ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, დასმულ შეკითხვებს სრულად და ამომწურავად გავეცი პასუხი

მოსამართლის თანდასწრებით “ომეგა ჯგუფში” შემავალი ერთ-ერთი კომპანის, OGT-ის დირექტორის, ნიკოლოზ ასანიძის გამოკითხვა დასრულდა. როგორც ასანიძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

“ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რათა ის იყოს ეფექტური. იმ შეკითხვებს, რომელიც დამისვეს, სრულად და ამომწურავად გავეცი პასუხი. შინაარსზე და დეტალებზე ვერ ვისაუბრებ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. კონკრეტულ დეტალებზე და შინაარსზე საუბარს ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მივიჩნევ”, – აღნიშნა ასანიძემ.

გარდა ამისა ის გამოეხმაურა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დღევანდელ განცხადებას. მისი თქმით, კომპანიის მხრიდან მოთხოვნა იყო რესტრუქტურიზაციაზე. “არ გავცნობივარ ამ განცხადებას, თუმცა ერთ რამეს მოგახსენებთ, რომ ჩვენი მხრიდან იყო მოთხოვნა რესტრუქტურიზაციაზე. რესტრუქტურიზაცია არ კეთდება რამდენჯერმე, კეთდება ერთხელ. ეს იყო 2017 წლის 25 აპრილს. წელიწადნახევარი გავიდა მის მერე და ვითხოვდით ჩვენ რესტრუქტურიზაციას. კომისია არ შეკრებილა, რათა განეხილა მიზანშეწონილობის საკითხი. სარჩელიც შევიტანეთ ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ხდებოდა რესტრუქტურიზაცია”,- აღნიშნა ასანიძემ.

მოსამართლის თანდასწრებით „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კიდევ ორი კომპანიის დირექტორი გამოიკითხება.

banner
წინა სტატიაშირუსთავის საქალაქო სასამართლოში გიორგი ჭანტურიას წინასასამართლო სხდომა ჩატარდა
შემდეგი სტატიატექნიკურ უნივერსიტეტში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა