“ოღონდ “ნაციონალურ მოძრაობას“ აგინე და გინდ ჯაშუში იყავი. გინდ მარშისტი, გინ ფაშისტი”

რაქცია “ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ დაუყოვნებლივ უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, როგორ იგებდა სახელმწიფო ტენდერებს და როგორ ამარაგებდა ქართულ ჯარს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული და მსჯავრდებული პირი.

“თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში მხილებული პირის კომპანიები არ მონაწილეობდნენ დახურული ტიპის შესყიდვებში – ეგღა გვაკლდა, მხოლოდ ღია ტენდერებით ხდებოდა შესყიდვებიო. ეს არ არის საკმარისი არგუმენტი თავის გასამართლებლად.

ფაქტია, რომ 21-ჯერ მოხდა ამ ფირმებიდან საქონლის შესყიდვა და ზოგადად რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებული პირები დიდი სიმპატიებით სარგებლობენ ხელისუფლების თვალში.

ბედუკაძეები, წითელაშვილები და მსგავსი წარმონაქმნები მუდამ ტრიალებენ სახელისუფლებო ორბიტაზე. ოღონდ “ნაიონალურ მოძრაობას“ აგინე და გინდ ჯაშუში იყავი. გინდ მარშისტი, გინ ფაშისტი, გინდ ასავალ-დასავალისტი და გინდ პორტ-არტურის შპიონი. “ქართული ოცნებისთვის“ ოკუპანტი ქვეყანა კი არ არის მტერი, არამედ ოპოზიცია ანუ ისინი, რომლებმაც არაფორმალურ მმართველობასა და მათ პირად კეთილდღეობას შეიძლება მოუღოს ბოლო. ძალაფლების შენარჩუნება და ხელისუფლებაში ყოფნა არის მათთვის პრიორიტეტი და არა საქვეყნო ინტერესები“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზვიად კუპრავას მოწვევა შეცდომაა, ის პირდაპირ მხარეა- ბესელია
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი : საგამოძიებო კომისიაზე ზვიად კუპრავს გამოკითხვა დამატებითი ინფორმაციის მომცემი ვერ იქნება