Odoxa-ს გამოკითხვის მიხედვით, საფრანგეთში ულტრამემარჯვენეებმა შესაძლოა, ვადამდელ საპარალმენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვონ

საფრანგეთში ულტრამემარჯვენეებმა შესაძლოა, ვადამდელ საპარალმენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვონ. ამის შესახებ აღნიშნულია ფრანგული კვლევითი კომპანია, Odoxa-ს მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში.

გამოკითვხების თანახმად, ულტრამემარჯვენეებს შეიძლება, ჰყავდეთ 250-დან 300-მდე წარმომადგენელი ეროვნულ ასამბლეაში, სადაც აბსოლუტური უმრავლესობისთვის 289 მანდატის მოპოვებაა საჭირო.

გამოკითხვის მიხედვით, „ეროვნული გაერთიანების“ პარტია, რომლის არაფორმალური ლიდერია მარინ ლე პენი, 30 ივნისს კენჭისყრის პირველ ტურში მიიღებს ხმების 33 პროცენტს, მემარცხენე-მწვანე კოალიცია სახელწოდებით „ახალი სახალხო ფრონტი“ კი 28 პროცენტს. ქვეყნის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ლიბერალური ბანაკი ხმების 19 პროცენტს მიიღებს.

მაკრონმა პარლამენტი 9 ივნისს დაითხოვა ევროპარლამენტის არჩევნებში მისი პარტიის დამარცხების შემდეგ. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები 30 ივნისს (პირველი ტური) და 7 ივლისს (მეორე ტური) გაიმართება. პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილების შემდეგ, მაკრონის რეიტინგი ექვსი პუნქტით დაეცა.

banner
წინა სტატიაშისაჰაერო ძალებმა ბელგოროდში რუსეთის საკონტროლო პუნქტს დაარტყეს – უკრაინის გენშტაბი
შემდეგი სტატია29-30 ივნისს წალენჯიხის რიგით მესამე ლიტერატურული ფესტივალი „გრანელი“ გაიმართება