„ოდიშის“ გადამღებ ჯგუფს გადაღების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ (VIDEO)

ზუგდიდის მე-19 საარჩევნო უბანთან მისულ „ოდიშის“ გადამღებ ჯგუფს გადაღების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა სავარაუდო ე.წ. სიების გადამოწმება ხდებოდა, უბანთან რამდენიმე მანქანაა მობილიზებული, რომლებშიც საჯარო მოხელეები სხედან და ხელში აქვთ სიები. კითხვაზე, თუ ვის დავალებას ასრულებდა ქალბატონი, რომელმაც კამერის დანახვისთანავე ფურცელი, რომელზეც სავარაუდოდ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა სია იყო დაწერილი, დამალა, მისი პასუხი იყო, რომ არავის დავალებას არ ასრულებს და აქ მხოლოდ შვილს ელოიდება, რადგან „დაიგვიანა“. გადამღები ჯჯგუფის გამოჩენამ გაღიზიანება გამოიწვია მმართველი გუნდის წევრებში, რასაც მოყვა სიტყვიერი შეურაცხყოფა ჟურნალიტისადმი. მამაკაცი, რომელსაც ბეიჯი არ ეკეთა, კატეგორიულად მოითხოვდა ჟურნალისტებს დაეტოვებინათ ტერიტორია უბნის გარეთ. დაჟინებულ კითხვაზე, თუ რატომ ერეოდა ჟურნალისტების საქმიანობაში ადამიანი, რომელმაც დაკუჭული ბეიჯი ჯიბიდან ამოიღო, საბოლოოდ გაიქცა და კამერებს დაემალა.

 

 

https://youtu.be/uzFGPaCpP3Q

banner
წინა სტატიაში“უნდა გაქრე… შენ რომ ამას გააკეთებ, მიიღებ 500 ლარს” (video)
შემდეგი სტატიაქალი-დედა საქართველოს პრეზიდენტად მეიმედება!