13.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

ოდიშარიას ცოლი ადასტურებს, რომ ჰამბურგში, პოლიციელებთან დაპირისპირების ამსახველ ვიდეოში მათი შვილიცაა

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ბექა ოდიშარიას ცოლი მაკუნა გამცემლიძე ადასტურებს, რომ გერმანული მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში, სადაც ჩანს, როგორ უპირისპირდებიან ქართველი ახალგაზრდები გერმანელ პოლიციელებს, მათი შვილი, ლაშა ოდიშარიაცაა. გამცემლიძის კომენტარს “სტუდია მონიტორი” ავრცელებს.

– თქვენი შვილი არის ვიდეოში, რომელიც ამბობს ასეთ სიტყვებს, რომ „ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივი ტურისტები“?

– კი და ანახებს საცხოვრებელ ნებართვას, რომ სტუდენტური „ფერმიშენი“ აქვს.

– საქართველოს პარლამენტს ახსენებს და რა კონტექსტში?

– საგარეოსაც ახსენებს და საკონსულოსაც ახსენებს. თუკი სადმე, რამე ორგანო გაახსენდა, ყველაფერს ახსენებდა, ისე შეეშინდათ ბავშვებს, რომლებიც მიდიოდნენ ქუჩაში, დაესხა პოლიცია და იჭერდა.

ძალიან გთხოვთ, ბავშვი მარტო არის რიგაში, სწავლობს, ძალიან კარგი სტუდენტია, ეგეც შეგიძლიათ მოიკითხოთ და ნუ აუშლით ნერვებს, ძალიან დამავალებთ. აჩვენებს თან მის საბუთს, რომ არ არის ჩვეულებრივი ტურისტი, – ამბობს მაკუნა გამცემლიძე „მონიტორის“ ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ბინძური კამპანია, რომელიც უკვე დაწყებულია, კიდევ უფრო გაფართოვდება და ბევრ უსამართლო განცხადებას მოვისმენთ
შემდეგი სტატიადანიგანი: მთავრობა იმეორებს, რომ მომავალ წელს ყველაფერი უკეთ იქნება, თუმცა რატომ არა ახლა