ოდიშარია – მიხეილ სარჯველაძეს რომ განათლება აქვს, ისეთი, მთელი ოპოზიცია რომ დააწებო ერთმანეთზე, არ აქვთ

მიხეილ სარჯველაძეს რომ განათლება აქვს, ისეთი, მთელი ოპოზიცია რომ დააწებო ერთმანეთზე, არ აქვთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეფასებას მიხეილ სარჯველაძის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნაზე.

მისივე თქმით, მიხეილ სარჯველაძე ცვლილებებს ჩაატარებს მეთოდურად, ანალიზზე დაფუძნებულად და არა დაჩქარებულად.

“თავდაცვის სამინისტროებს ხელმძღვანელობენ სამოქალაქო პირები და ეს მიღებული პრაქტიკაა. მიხეილ სარჯველაძეს რომ განათლება აქვს, ისეთი მთელი ოპოზიცია რომ დააწებო ერთმანეთზე, არ აქვთ. აქვს მენეჯერული გამოცდილება და ბეჯითი და დინჯი დამოკიდებულება, საკითხების სიღრმისეული შესწავლის უნარი. ამიტომ სარჯველაძე სწორედ იმით არის ძლიერი პოლიტიკოსი და მენეჯერი, რომ ის არ იჩქარებს.

[ცვლილებებს] ჩაატარებს მეთოდურად, ანალიზზე დაფუძნებულად და არა დაჩქარებულად”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

banner
წინა სტატიაშიოლაფ შოლცმა გერმანიასა და დიდ ბრიტანეთს შორის Taurus-ისა და Storm Shadow-ის რაკეტების გაცვლის იდეა უარყო
შემდეგი სტატიაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა