ოდიშარია ანტი-ლგბტ კანონზე – ოპოზიცია ძალიან ცუდ დღეშია, ვერც მარცხნივ მიდიან, ვერც მარჯვნივ

დარწმუნებით გეტყვით, რომ ოპოზიცია არის ძალიან ცუდ დღეში. ასეთ დღეში ისინი ალბათ იშვიათად აღმოჩენილან, ვინაიდან ვერც მარცხნივ მიდიან, ვერც მარჯვნივ, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რითაც ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო ინიციატივისადმი ოპოზიციის მიდგომასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

„თუ ჩვენ დაგვიჭერენ მხარს, დონორების ალიყური მოხვდებათ, ხოლო თუ ჩვენ შეგვეწინააღმდეგებიან, ლგბტ პროპაგანდას დაიცავენ და შეეცდებიან, მას ჰქონდეს ნოყიერი ნიადაგი გავრცელებისათვის, აუცილებლად მიიღებენ ქართველი ხალხის რისხვას. შესაბამისად, არჩიეს დამუნჯება და თევზის მდგომარეობაში ყოფნა“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

banner
წინა სტატიაშიდეკანოიძე – ნებისმიერი ფინანსური, ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან სახელმწიფო ინსტიტუტებში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – არასამთავრობოების ნაწილი განკუთვნილ თანხებს, ქვეყნის ინტერესების დაზიანებისთვის იყენებს