ოდესის საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელმა ულია მარუშევსკაიამ თანამდებობა დატოვა

ოდესის საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელმა ულია მარუშევსკაიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება.

როგორც მარუშევსკაიამ განაცხადა, ის ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის გუნდში რჩება და მის ქმედებებს მხარს უჭერს.

7 ნოემბერს თანამდებობა დატოვა ოდესის ოლქის პოლიციის უფროსმა გიორგი ლორთქიფანიძემ, რის შემდეგაც გადადგომის შესახებ მიხეილ სააკაშვილამაც განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა კორუმპირებული ჩინოსნების მფარველობაში დაადანაშაულა და ოპოზიციური მოძრაობის შექმნის.

“ჩვენ რეფორმების ჩატარების ინსტრუმენტები ამოვწურეთ ამიტომ დღეს მე თანამდებობას ვტოვებ”, -განაცხადა მარუშევსკაიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე ყოფილ დეპუტატებს ხვდება
შემდეგი სტატია“თურქეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს”- ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთის შესახებ გაზეთზე