ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის შტაბი – შავ ზღვაში დაზიანებული რუსული სამხედრო კრეისერი „მოსკოვი“ ერთი წლით ბრძოლისუუნარო იქნება

შავ ზღვაში დაზიანებული რუსული სამხედრო კრეისერი „მოსკოვი“ ერთი წლით ბრძოლისუუნარო იქნება, – ამის შესახებ უკრაინული მედია ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ოპერატიული შტაბის პრესმდივან სერგეი ბრატჩუკზე დაყრდნობით წერს.

სერგეი ბრატჩუკის განმარტებით, არსებული მონაცემებით, მოწინააღმდეგის ხომალდის დაზიანების მიზეზი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა „ჰარპუნი“ გახდა.

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ კრეისერზე ხანძრის ჩაქრობა მოხდა, უახლოესი წელი ის ბრძოლისუნარიანი ვერ იქნება“, – განაცხადა ბრატჩუკმა.

მედიის ცნობით, 13 აპრილს შავ ზღვაში ცეცხლი გაუჩნდა რუსულ სარაკეტო კრეისერ „მოსკოვს“, რომელზეც ეკიპაჟის 510 წევრი იმყოფებოდა. როგორც მანამდე ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მაქსიმ მარჩენკომ განაცხადა, რუსულ გემს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტებმა.

როგორც მედია წერს, „მოსკოვი“ რუსული გვარდიის სარაკეტო კრეისერია. ის რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის წყალზედა ხომალდების 30-ე დივიზიის ნაწილია. აშენდა ნიკოლაევის გემთმშენებელ ქარხანაში, თავდაპირველად ეწოდა „სლავა“, მოგვიანებით კი „მოსკოვი“ დაარქვეს.

banner
წინა სტატიაშიხვიჩია – მინდა, პაპუაშვილის ვიზიტის ფარგლებში ისე მოხდეს, რომ ზედმეტი მოძრაობები არ იყოს არც ოპოზიციის მხრიდან და არც ხელისუფლებიდან
შემდეგი სტატიაანტონიო გუტიერეში – უკრაინაში ომმა კაცობრიობის მეხუთედზე მეტი შესაძლოა, სიღარიბისა და შიმშილის იმ მასშტაბამდე მიიყვანოს, რომელიც ათწლეულები არ ყოფილა