ოდესის პორტში რაკეტებმა გაანადგურეს უკრაინული ხომალდი და დასავლეთის მიერ გაგზავნილი Harpoon-ის რაკეტების საწყობი – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოდესაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, უკრაინული ხომალდი და Harpoon-ის რაკეტების საწყობი გაანადგურეს.

„ოდესის საზღვაო პორტში, გემთმშენებლობის ტერიტორიაზე, მაღალი სიზუსტის შორი დისტანციის რაკეტებმა გაანადგურეს უკრაინული ხომალდი და ჰარპუნის საზენიტო რაკეტების საწყობი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა მიაწოდა კიევის რეჟიმს,“ – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვმა.

banner
წინა სტატიაშიოდესის დაბომბვით ჩანს, რუსეთი საკუთარ სიტყვას არანაირ მნიშვნელობას ანიჭებს – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიარუსებმა ნიკოლაევი დაბომბეს – 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი მოზარდი