ოდესის გუბერნატორის მიმართვა პოროშენკოს ბლოკს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 17, 2016 17:18

ოდესის გუბერნატორის მიმართვა პოროშენკოს ბლოკს

poroshenko-saakashviliოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი პეტრე პოროშენკოს ბლოკს მიმართავს და მას სთხოვს კოალიციის დატოვებას.
“გუშინ მოხდა ის, რაც აუცილებლად ხდება, თუკი რევოლუციის შემდეგ რევოლუციური რეფორმები არ ტარდება – ძველი რეჟიმის რესტავრაცია. ჩემი აზრით, გუშინ ქვეყანაში ოლიგარქიული გადატრიალება მოხდა. ზუსტად ისე, როგორც ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ მთავრობაში მოვიდა იანუკოვიჩი, გუშინ ახმეტოვმა და სხვა ოლიგარქებმა მთავრობის დატოვებით ისევ ჩაიგდეს ხელში სიტუაციის კონტროლი.
კოალიციიდან “Батькивщина” გავიდა, იგივეს აპირებს “Самопомощь”-ი, ამ მდგომარეობაში პეტრე პოროშენკოს ბლოკის კოალიციაში ყოფნა, ვფიქრობ, დიდი შეცდომა იქნება. ეს ყველა ვარიანტში იმის ნიშანი იქნება, რომ ფრაქციის წევრებიც კი, რომლებმაც მთავრობის გადადგომას უყარეს კენჭი კოალიციიდან გასვლის შემთხვევაში, გუშინდელ ოლიგარქიულ გადატრიალებაზე ფორმალურ პასუხისმგებლობას იღებენ” – წერს მიხეილ სააკაშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 17, 2016 17:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,702
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics