ოდესის გუბერნატორი – რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულ 18 ადამიანს შორის 2 ბავშვია

ოდესის ოლქში რუსული ძალების მიერ განხორციელებულ სარაკეტო შეტევას 18 ადამიანის, მათ შორის 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, მაქსიმ მარშენკო „ტელეგრამში“ იუწყება.

მისივე ინფორმაციით, რუსებმა Tu-22 ტიპის თვითმფრინავის გამოყენებით შავი ზღვის მხრიდან სამი X-22 რაკეტა ისროლეს, რომელიც საცხოვრებელ კორპუსსა და რეკრეაციული ცენტრის ტერიტორიას მოხვდა.

„ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი, ჰოსპიტალიზებულია კიდევ 31 პირი, მათ შორის 4 ბავშვი და ფეხმძიმე ქალი,“- აღნიშნა გუბერნატორმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოსა და აშშ-ს შორის ასეთი მჭიდრო ურთიერთობები აქამდე არასდროს ყოფილა – ეს თანამშრომლობაში ახალი შესაძლებლობების დასაწყისია – დავითაშვილი
შემდეგი სტატიაომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 35 750 რუსი სამხედრო მოკლეს