ოდესიდან პირველი სატვირთო გემი გავიდა მას შემდეგ, რაც „მარცვლეულის შეთანხმების“ ვადის ამოწურვის შემდეგ რუსეთმა ხელშეკრულება დატოვა

ოდესიდან პირველი სატვირთო გემი გავიდა მას შემდეგ, რაც 17 ივლისს „მარცვლეულის შეთანხმების“ ვადის ამოწურვის შემდეგ რუსეთმა ხელშეკრულება დატოვა.

როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრი ალექსანდრ კუბრაკოვის სოციალურ ქსელში იუწყება გერმანული კონტეინერმზიდი „ჯოზეფ შულტე“ ოდესის პორტში 2023 წლის თებერვლიდან იდგა, ახლა ის ბოსფორისკენ მიემართება, უკრაინის მიერ სამოქალაქო ხომალდებისთვის გახსნილი დროებითი დერეფნის გავლით. მასზე 30 ათასი ტონა ტვირთია, მათ შორის სამრეწველო დანიშნულების.

როგორც კუბრაკოვი აღნიშნავს, დროებითი დერეფნით პირველ რიგში ისარგებლებენ უკრაინის პორტებში ჩორნამორსკში, ოდესასა და იუჟნიში ომის დაწყების გამო ჩარჩენილი ხომალდები.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ისრაელის სახელმწიფოში გაემგზავრა
შემდეგი სტატიარუსეთის მოქალაქემ რუსეთში დაბრუნებაზე უარი თქვა და პასპორტში ჩაწერა: “დიდება უკრაინას!”