ოდესაში შაურმის მხარდამჭერი მარში გაიმართა

ოდესაში დაახლოებით 50-მა ადგილობრივმა შაურმის მხარდამჭერი აქცია გამართა. აქციას “შაურმა-მარში” დაარქვეს.
მარშის მონაწილეებს ხელში ლავაშები და შაურმა ეჭირათ. ერთ-ერთ პლაკატზე ეწერა: “საქალაქო სამსახურს არ მოსწონს შაურმა? მე კიდევ არ მომწონს საქალაქო სამსახური, რომელიც მწვანე ზონებს და ისტორიულ ადგილებს ანადგურებს. რომელია დედა-ოდესისთვსი უფრო მავნე?”
შაურმის დამცველების აქციის პარალელურად კონტრ-აქცია მისმა ოპონენტებმა გამართეს – “სლავური საჭმლის მარში” – ასე ერქვა აქციას.
ორიევ ღონისძიება მშვიდობიანად დასრულდა. ბოლოს, მონაწილეები გაერთიანდნენ და შაურმები და უკრაინული ვარენიკები გაცვალეს.

banner
წინა სტატიაშიფინელმა მინისტრმა აშშ-ს სუპერ-სახელმწიფო უწოდა
შემდეგი სტატიაუკრაინამ ყირიმში პუტინის ვიზიტის გამო გაეროში იჩივლა