საქართველოს კონსულმა ოდესაში ახალი ქართული კინოს XIV ფესტივალის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

ოდესაში საქართველოს კონსულმა თორნიკე ბერეკაშვილმა ქ. ოდესაში ახალი ქართული კინოს XIV ფესტივალის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ფესტივალის გახსნის ფარგლებში რეჟისორ ზაზა ურუშაძის ფილმის “აღსარების” პრემიერა გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ ოდესაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ახალი ქართული კინო ფესტივალის პროგრამა 30 ნოემბრამდე ქ. ოდესის კინოთეატრში “პლანეტა კინო“ გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც ცნობილი ქართველი რეჟისორების ფილმების ჩვენება გაიმართა.

ახალი ქართული კინოს XIV ფესტივალი სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანების “გეორგიას” ორგანიზებით, უკრაინისა და საქართველოს კულტურის სამინისტროების და საქართველოს კინომატოგრაფიის მხარდაჭერით იმართება.

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანზე განხორციელებული თავდამსხმელებიდან ერთ-ერთი თბილისის საკრებულოს პროტოკოლის უფროსია
შემდეგი სტატიაგრიგოლ ვაშაძე: მე რუსული კულტურის ადამიანი ვარ