ოდესაში სააკაშვილის ნაცვლად 26 წლის ქალბატონი გუბერნატორობს

15058532_674168652743325_907847605_nუკრაინული მედიის ცნობით, ოდესის გადამდგარი გუბერნატორის მოვალეობებს მისი პირველი მოადგილე, 26 წლის უკრაინელი ქალბატონი სოლომია ბობროვსკაია ასრულებს.
ბობროვსკაია ოდესის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის როლში დროებით, ახალი გუბერნატორის დანიშვნამდე იქნება. როგორც თავად ბობროვსკაია უკრაინულ მედიასთან აცხადებს, ის სააკაშვილის გუნდის წევრია და მას შემდეგ რაც უკრაინის პრეზიდენტი ოლქში ახალ გუბერნატორს დანიშნავს, ის სააკაშვილის ახალ პროექტში (ახაქლ პარტიაში) მონაწილეობის მიღებას აპირებს.
აღსანიშნავია, რომ სოლომია ბობროვსკაიამ თავისი 26 წლის ასაკში უკვე მასწრო დაემთავრებინა ლვოვის უნივერსიტეტის ფილოსოფიური ფაკულტეტი, ყოფილიყო ,,ევრომაიდანის SOS ინიციატივის,, აქტივისტი, უკრაინული სკაუტური ორგანიზაცია ,,პლასტის,, წევრი, დახმარებოდა უკრაინის სასაზღვრო სამსახურს, ემუშავა ვიცეპრემიერ ვიაჩესლავ კირილენკოს თანაშემწედ და ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პირველ მოადგილედ.

banner
წინა სტატიაშირუსეთში აშშ-ს ყოფილ ელჩს შესვლა აუკრძალეს
შემდეგი სტატიაგუბაზ სანიკიძე: პროცესები გადავა ქუჩაში