ოდესაში სააკაშვილის ,,კვალის წაშლას,, ცდილობენ და ნიშნიაძეზე გამოძიება განაახლეს

saakashviliუკრაინული მედიის ოდესური წყაროების ცნობით, ოდესის გუბერნატორის პოსტიდან გადადგომის შემდეგ ოდესის საოლქო ადმინისტრაციაში მისი ,,კვალის წაშლას,, ცდილობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის შენობაში თანამშრომლები კედლებზე ძველ სურათებს და იატაკზე ხალიჩებს აბრუნებენ, რომელთა გატანა სააკაშვილმა გუბერნატორის პოსტის დაკავებისთანავე ბრძანა.
,,რას ერჩით კარგი სურათებია… ხალიჩასაც თავის ადგილზე დავაბრუნებთ,, აცხადებს სამეურნეო სამსახურის უფროსი უკრაინულ მედიასთან და იქვე აღნიშნავს, რომ სააკაშვილის იქ ყოფნა, მხოლოდ ერთი აპლიკაცია თუ გაახსენებს ვინმეს, რომელზეც ქართული დროშაა გამოსახული.
სააკაშვილის გადადგომისთანავე, უკრაინის პროკურატურამ გამოძიება განაახლა იმ ფონდის საქმიანობის წინააღმდეგ, რომელსაც სააკაშვილის გუნდის წევრი თემურ ნიშნიანიძე ხელმძღვანელობდა. გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება ფონდს ,,ნა ბლაგო ოდესის,, (ოდესის საკეთილდღეოდ რედ.) 14 მილიონი გრივნის დატაცებაში, თანამდებობის პირების მიერ საკუთარი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში, თაღლითობაში, გადასახადებისაგან თავის არიდებაში და ყველა ,,სასიკვდილო ცოდვაში,, ედავება.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
შემდეგი სტატია(video) სააკაშვილმა გონჩარენკოს ეთერში ნაბიჭვარი უწოდა…