ოცწლიანი მონობის ფაქტი აფხაზეთში

monaრუსეთში ცნობილმა ბლოგერმა ალექსეი კუნგუროვმა მკითხველებს მოუთხრო 77 წლის ერთ დროს ივანოვოში მცხოვრები რუსი მოხუცის ისტორია, რომელიც აფხაზებს 20 წელზე მეტია რაც მონობაში ყავთ. მტკიცებულებად მას მოჰყავს მკითხველისგან მიღებული წერილი, რომელიც ახლახან დაბრუნდა აფხაზეთიდან და ესაუბრა „ივანოველ მონას“.
წერილში ავტორი აღნიშნავს, რომ მოხუცი იმყოფება სოფელ ათარა-არმიანსკაიაში, სადაც ნახევარზე მეტ სახლს ფლობენ ადგილობრივი აფხაზი ბანდიტები, გვარად კვიწინიები. მათ ტრადიციულად ყავთ ფაქტიური „მონები“. მათ შორის არის ვალენტინ ლებედევი, რომელიც აფხაზეთში 1992 წელს ჩავიდა მანდარინის მოსავლის შესაგროვებლად. შემდეგ ის მუშაობდა ერთ-ერთი აფხაზის მშენებლობაზე, რომელიც ამარაგებდა აფხაზურ სამხედრო დაჯგუფებას. ქართველებმა ისინი ტყვედ აიყვანეს, ჩამოართვეს დოკუმენტები. როგორც მოხუცი აცხადებს, მხოლოდ ის გადარჩა ცოცხალი.
მოგვიანებით, ლებედევი ემსახურებოდა სხვა „ბატონს“, რომელიც მას კარგად ექცეოდა, თუმცა არ მისცა უფლება აღედგინა რუსეთის პასპორტი, რომელიც იმ წლებში აფხაზეთში მასიურად გაიცემოდა.
ვალენტინ ლებედევს ძალიან სურს რუსეთში დაბრუნება, მაგრამ არ შეუძლია, რადგან არც ფული გააჩნია და არც დოკუმენტები. გარდა ამისა, მას აქვს შიში, რომ თუ მის განძრახვას აფხაზები გაიგებენ, მოკლავენ.

timer.ge

გოჩა კალანდაძე

banner
წინა სტატიაში“მე ერთ თვალში მხედველობა დაკარგული მაქვს”- სალომე ასათიანი გარეგნობასთან დაკავშირებულ კრიტიკას პასუხობს
შემდეგი სტატიამიხაილ ხოდორკოვსკი რუსეთში დაბრუნებას გეგმავს