„ოცნებური“ იაღლიში: აგიტატორებმა ზაზა ხუციშვილის პლაკატები სხვა საარჩევნო უბანში გააკრეს?!

14360487_1199819343374898_1402661435_o14360432_1199819316708234_1248278569_oწინასაარჩევნო კამპანიის დროს, გასაგებია, რომ ყველაფერი „მოსულა“, მაგრამ ზოგჯერ არჩევნებში ჩართული პიროვნებები ისე მონდომებით ცდილობენ ხალხის, ანუ ამომრჩევლის ყურადღების მიქცევას და „დაბოლებას“, რომ სულ ავიწყდებათ, კენჭს, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატები, რომელ რაიონში იყრიან და ამიტომ თავიანთ სააგიტაციო მასალით ტვინს სულ სხვა რაიონის მოსახლეობას უჭედავენ ხოლმე.
ამის ნათელი დასტურია „ოცნების“ ვაკე 3-ის მაჟორიტარობის კანდიდატის, მომღერალ ზაზა ხუციშვილის პლაკტები, რომლებიც – არც მეტი, არც ნაკლები – ნუცუბიძის მესამე პლატოზეა გამოკრული. ეს უბანი კი ვაკე 3-ის კი არა, საბურთალო 5-ის საარჩევნო ოლქს ეკუთვნის.
თავიდან, როცა ამის შესახებ „თაიმერს“ უთხრეს, არ დავიჯერეთ, მაგრამ მოგვიანებით, ჩვენმა ინფორმატორმა ნათქვამის დასადასტურებლად ფოტოსურათებიც მოგვაწოდა. ახლა, შეიძლება, ვინმემ თქვას, ძალიან არ გავიგოთ, ეს ფოტოები სად არის გადაღებული, მაგრამ აბა, დააკვირდით:
ზაზა ხუციშვილი „რესპუბლიკელ“ დავით ზურაბიშვილის გვერდით არის გამოჭიმული. ბატონი ზურბიშვილი კი სწორედ საბურთალო 5-ის მაჟორიტარობის კანდიდატია.

14407990_1199819380041561_943659804_o
ვიცით, ბატონო, რომ პლაკატებს თავად დეპუტატობის კანდიდატები არ აკრავენ, მაგრამ პოლიტიკაში წასული მომღერლის საარჩევნო შტაბის აქტივისტები, ალბათ, „ნაოშნიკებში“ ხუციშვილის სიმღერების მოსმენით იყვნე გართულები და სულ დაავიწყდათ, რა დავალება ჰქონდათ. ჰოდა, ადგნენ და პლაკატებიც იქ „მიატყლაპეს“, სადაც მოუხერხდათ!
ისე, რა მაზალოობა იქნება, პატივცემულ მომღერალსაც, დეპუტატი თუ გახდება, პარლამეტი სცენაში რომ აერიოს და შუა სხდომაზე სიმღერა შემოსცხოს?!
სხვათა შორის, ფოტოებზე ისიც ნათლად ჩანს, რომ ხუციშვილის პლაკატები ალაგ-ალაგ დახეულია, რაც, პირდაპირ თუ ირიბად, ამომრჩევლის გაწყობაზე მეტყველებს – მის პლაკატებს, ვინც „ევასება“, ელექტორატი არ ხევს.

 

banner
წინა სტატიაშიკიევში რუსეთის მოქალაქე ცემეს
შემდეგი სტატიარა ფარული კავშირი არსებობს „ნაციონალებსა“ და თურქეთის ნეოოსმალურ ძალებს შორის