“ოცნებისთვის” მთავარი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნება და ოპონენტების დევნაა – სალომე სამადაშვილი

“ოცნებისთვის” მთავარი ამოცანა ძალაუფლების შენარჩუნება და ოპონენტების დევნაა, – ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი კრისტიან დანიელსონთან გაამრთული შეხვედრის შემდეგ საუბრობს.

ძალიან სამწუხარო აღმოჩნდა, რომ ქართული ოცნებისთვის და ბიძინა ივანიშვილის გუნდისთვის მთავარი ამოცანა ქვეყანაში არის ძალაუფლების შენარჩუნება და ამისთვის ისინი აპირებენ, რომ გააგრძელონ პოლიტიკური ოპონენტების დევნა საარჩევნო სისტემის სათავისოდ გამოყენება და ა.შ. ჩვენ გვქონდა შანსი კიდევ ერთხელ, რომ დღეს შეთანხმებისთვის მიგვეღწია, ყველა პუნქტზე, რომელიც იყო თავის დროზე შარლ მიშელის დასახელებულ გეგმაში. 5 პუნქტი არსებობდა შეთანხმებაში, აქედან სამ საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი დატანხმდა შეთანხმებას და არსებობდა ორი საკითხი, პოლიტპატიმრების და არჩევნების თემა. რომელზეც ჩვენ შევთავაზეთ არაერთი წინადადება შესაძლო კომპრომისული ვარიანტის, რიგგარეშე არჩევნებთან და პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით, – ამბობს სალომე სამადაშვილი.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოში სამოქალაქო ხელისუფლება ვერ ინარჩუნებდა ეფექტიან კონტროლს შიდა უსაფრთხოების ძალებზე
შემდეგი სტატიაანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა