“ოცნების” უმრავლესობა გადაიქცა ბიძინა ივანიშვილის “ბუმაჟნიკის” დამცველებად – ხაბეიშვილი

“ოცნების” უმრავლესობა გადაიქცა ბიძინა ივანიშვილის “ბუმაჟნიკის” დამცველებად” – ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი საუბრობს და დიმიტრი ხუნდაძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

“ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენს ევროპულ მომავალს შეექმნას საფრთხე. არათუ აკეთებენ, გააკეთეს უკვე და ჩაიდინეს ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, რომ გაეკეთებინათ და ჩაედინათ რომ ევროპარლამენტარებს და ევროპას ჰქონოდა ისეთი წარმოდგენა ჩვენზე, რაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ, მათ შორის მათ განცხადებებში და მოვისმინეთ და ვნახეთ რეზოლუციის სახით.

ჩვენდა სამწუხაროდ, კობახიძის და ბიძინა ივანიშვილის ენაზევე რომ ვთქვათ, “ქართული ოცნების” უმრავლესობა გადაიქცა ბიძინა ივანიშვილის “ბუმაჟნიკის” დამცველებად, ბიძინა ივანიშვილის მოლარეებად ფაქტობრივად და ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მილიარდებს საფრთხე თუ დაემუქრება, მაშინ მიგვიფურთხებია ევროპისთვის და ასეთი არც ევროპა გვინდა, არც განვითარება გვინდა და არც არაფერი არ გვინდა. სამშობლოზე, ქვეყანაზე, ეს ხალხი ამბობს უარს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის “ბუმაჟნიკს” არ დაემუქროს საფრთხე, რომელიც ამ რეზოლუციამდეც უკვე პრობლემები ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს, ყველამ კარგად ვიცით”, – ამბობს ხაბეიშვილი.

banner
წინა სტატიაშისაქალაქო სასამართლომ ეკა კვესიტაძეს “რუსთავი 2”-სთვის 25 ათასი ლარის გადახდა დააკისრა
შემდეგი სტატიაშვეიცარიამ დაამტკიცა ევროკავშირის ახალი სანქციები რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ