“ოცნების” წევრები TV პირველისა და მთავარის ეთერებში მონაწილეობაზე უარს აღარ ამბობენ

“ქართული ოცნების” წევრები ტელეკომპანია მთავარისა და ტვ პირველის სატელევიზიო ეთერებში მონაწილეობას მიიღებენ – ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან თქვა.

“რადგან შემოთავაზება იყო ორი ტელეკომპანიის მხრიდან, ეს იყო ტელეკომპანია მთავარი და ტელეკომპანია ტვ პირველი, რომ იქნებოდა ჩვენთვის კონკრეტული ფორმატები, სადაც შესაძლებლობა მოგვეცემა, ველაპარაკოთ მოსახლეობას მათ საჭიროებებზე, ველაპარაკოთ იმაზე, რაც მათ აინტერესებთ და არ იქნება უსაგნო კინკლაობა და ჩხუბი, რომელიც ხშირ შემთხვევაში გასაგებია რომ შეიძლება უფრო საინტერესო იყოს, მაგალითად, რომელიმე ტელეკომპანიისთვის – ამ ფორმატებზე ჩვენ ვაცხადებთ თანხმობას”, – ამბობს მდინარაძე.

banner
წინა სტატიაშიჩიქოვანი: კალაძის მერობის საკითხი დამოკიდებულია თავად კახა კალაძეზე
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი თურქეთში სახელმწიფო ვიზიტზე – პრეზიდენტ ერდოღანთან ჩვენ განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები