20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

“ოცნების” წევრები ევროპის დღის ღონისძიებაზე არ მივიდნენ

“ქართული ოცნების” წევრები ევროპის დღის ღონისძიებაზე არ მივიდნენ.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში განაცხადა: “ჩვენ მოვიწვიეთ ყველა, დარწმუნებული ვარ, ქალაქის მასშტაბით განთავსებული პოსტერებიც ნახეთ, ასევე გამოვიყენებთ ჩვენი სოციალური მედიის პლატფორმები და სატელევიზიო რეკლამები. ყველა, ვისაც სურს, შემოგვიერთდეს, გულთბილად არის მოწვეული, რომ ჩვენთან ერთად აღნიშნოს ევროპის დღე”.

მანამდე პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან თქვა: „არანაირნი სურვილი არ მაქვს. ჩვენ შარშან ვიხილეთ, რომ ევროკავშირის საელჩომ ჩაატარა ანტი სამთავრობო მიტინგი 9 მაისს, როდესაც ევროკავშირის ელჩს ერთი სიტყვა არ დასცდენია მეორე მსოფლიო ომში დაღუპული 300 000 ქართველის შესახებ. რომ არა ეს მსხვერპლი, რომელიც გაიღო საქართველომ და ქართველმა ხალხმა მეორე მსოფლიო ომში, არანაირი ევროკავშირი, არანაირი ევროპის დღე იქნებოდა და არც არაფერი ექნებოდათ საზეიმო. ასე რომ, ვუყურებ, რა მათ განწყობებს, სავარაუდოდ, დღესაც იქნება ევროკავშირის მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი ანტისამთავრობო მიტინგი და ამ მიტინგში მონაწილეობის არანაირი სურვილი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს” ,_  თქვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის ელჩი: ქართველი პოლიტიკოსების მიერ ჩემზე გაკეთებულ განცხადებებს პერსონალურად არ ვიღებ
შემდეგი სტატიაუსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები- როგორ აღნიშნეს რუსეთში 9 მაისი