“ოცნების” წევრები დღეიდან ხალხთან შეხვედრებს იწყებენ

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, დღეიდან “ოცნების” დეპუტატები ქუჩა-ქუჩა სიარულს და ხალხთან შეხვედრებს იწყებენ. განკარგულება ამის თაობაზე, ბიძინა ივანიშვილმა გასცა.

ბოლო დირექტივები თბილისის შტაბის წარმომადგენლებმა ხელმძღვანელი პირებისგან გუშინ, პარტიის შეკრებაზე მიიღეს. სამუშაო შეხვედრა გვიანობამდე გაგრძელდა.

„პირველი ტურის შედეგებმა და წინასაარჩევნო შეხვედრებმა გვაჩვენა, რომ ინფორმაციის მკვეთრი დეფიციტი არის მოსახლეობაში რა გაკეთდა მათ სასიკეთოდ და იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რაც ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეების წინაშე დგას. მაქსიმალურად ვაკეთებთ ჩვენი მხარდამჭერების მობილიზაციას ერთი მხრივ, პარტიული სტრუქტურების მობილიზაციას და მეორეს კომუნიკაცია გააქტიურდება,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-სამეგრელოს საარჩევნო შტაბს ალექსანდრე მოწერელია უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატია“კვლევას არ ვატარებთ”- „სამართლიანი არჩევნების” სახელით, დაუდგენელი პირები ამომრჩევლებს უკავშირდებიან