“ოცნების წარმომადგენლები ვერ მალავენ პიროვნულ უპატივცემულობას პრეზიდენტის მიმართ” – ირაკლი აბესაძე

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წევრი ირაკლი აბესაძე იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას დღეს გამართულ ბრიფინგს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ვერ მალევენ უპატივცემულობას საქართელოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიმართ.
,,ნათელი ხდება, რომ პრეზიდენის უფლებამოსილებების შეკვეცა და პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება არ უკავშირდება სახელმწიფო მოწყობის პრინციპების ცვლილებას, არამედ უკავშირდება პიროვნულ უთანხმოებას ქართული ოცნებასა და პრეზიდენტს შორის. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ევროპული საქართველოს ინიციატივა, რომ ამ საკითხებზე ჩატარდეს პლებისციტი, გამოიკითხოს საზოგადოება და ქართულმა ოცნებამ თავად კი არ განსაზღვროს რა სჭირდება საზოგადოება, არამედ საზოგადოების აზრი აისახოს კონსტიტუციაში,’’ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

banner
წინა სტატიაშიმოძრაობა “დაიცავი კონსტიტუცია” შეხვედრას ქუთაისში გამართავს
შემდეგი სტატია„საქართველოს აშშ განიხილავს, როგორც მტკიცე და სანდო პარტნიორს რეგიონში“ – დავით ბაქრაძე