„ოცნების“ სკანდალური კვლევა – რატომ ცვლის ბურჯანაძე მერობის კანდიდატს

 

„თაიმერის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატებზე კვლევა ჩაატარა, თუმცა აღნიშნული კვლევის შედეგები არ გასაჯაროვდება, ვინაიდან კახა კალაძე პირველ ადგილზე ვერ გავიდა.


„ამ კვლევით, კალაძეს ზაალ უდუმაშვილი, დაახლოებით, 2 პროცენტით უსწრებს. მესამე ადგილზე კი, ელისაშვილია,“ – ამბობს კონფიდენციალური წყარო, რომლის მონაცემებითვე, იმ დროს, როცა „ოცნებამ“ აღნიშული კვლევა ჩაატარა, „პატრიოტთა ალიანსს“ მერობის კანდიდატი ჯერ დასახელებული არ ჰყავდა.
„მას შემდეგ, რაც ირმა ინაშვილი მერობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა, ამან ნინო ბურჯანაძის პარტიაში დიდი დაბნეულობა გამოიწვია. ამიტომ, მაქვს ინფორმაცია, რომ ბურჯანაძე გარკვეულ გადათამაშებას აპირებს, ანუ მერობის კანდიდატს შეცვლის და დიმიტრი ლორთქიფანიძის ნაცვლად, რომელიც ამ გამოკითხვით, მეხუთე ადგილზეა, კახა კუკავას დაასახელებს. თავად ლორთქიფანიძე კი საკრებულოს სიას ჩაუდგება სათავეში,“ – ამბობს „თაიმერის“ წყარო.
მისივე მონაცმებეით, „ოცნების“ კვლევით, „ევროპული საქრთველოს“ მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია მეექვსე ადგილზეა.

banner
წინა სტატიაშიპუშკინის ქუჩაზე მდებარე მასაჟის სალონში სპეცოპერაცია ჩატარდა
შემდეგი სტატია„რეზო ამაშუკელმა მითხრა, რუსეთის ძუძებს ვწოვდით. ერთიდან „სგუშჩონი მალაკო“ მოდიოდა და მეორედან – „შიკოლადიო“