“ოცნების“ შიდა კვლევით წალენჯიხა-ჩხოროწყუში არჩევნებს „ნაციონალების“ კანდიდატი იგებს

qardava-gulordava „თაიმერმა“ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შიდაპარტიული კვლევის შედეგები მოიპოვა. კვლევაში, რომელიც 13-დან 19 სექტემბრამდე ჩატარდა, 1138 ადამიანი მონაწილეობდა. კითხვაზე: „თქვენი არჩევანის მიუხედავად, როგორ ფიქრობთ, წალენჯიხა-ჩხოროწყუდან რომელი პარტიის წამომადგენელი მიიღებს მეტ ხმებს საპარლამენტო არჩევნებში?“ – ყველაზე მაღალი – 38,2 პროცენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან ქარდავამ მიიღო.  28,1 პროცენტი კი – „ქართული ოცნება-დემკორატიული საქართველოს“ კანდიდატმა გოგა გულორდავამ. სხვა კანდიდატების პროცენტული მაჩვენებლები უცნობია, რადგან რესპოდენტები უარს აცხადებენ ან თავს იკავებენ პასუხისაგან. 1138 გამოკითხულთაგან არჩევნებში მონაწილეობის მიღებას 76 პროცენტი აპირებს.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა კლინტონთან ტელედებატებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს