ოცნების შემწირველების კომპანია “ნოვამ” ჭოროხის სანაპიროზე 2 ჰექტარამდე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 6 050 000 ლარად იყიდა.
ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს, რომ კომპანიამ 1 ბიჯის ოდენობა, 15 000 ლარი დაამატა და აუქციონი უკონკურენტოდ მოიგო. მათივე ცნობით, აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა საპრივატიზებო საფასური 2 ეტაპად უნდა გადაიხადოს, 2026 წლის პირველ დეკემბრამდე საბოლოო საპრივატიზებო საფასურის არანაკლებ 30%. 2027 წლის პირველ მარტამდე დარჩენილი საპრივატიზებო საფასური უნდა დაფაროს.
გამოცემა წერს, რომ 2026 წლის აპრილში ჰიპერმარკეტ „ნოვას“ თანამფლობელმა ჯემალ ბოლქვაძემ „ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა, იმავე დღეს მმართველი პარტიის ანგარიშზე თანხები ჩარიცხეს მისმა პარტნიორებმაც – რამაზ ირემაძემ 54 000 ლარი, ჯემალ ანთაძემ 50 000 ლარი, ზვიად აბულაძემ 60 000 ლარი, ემზარ ირემაძემ კი 54 000 ლარი.
„ნოვას“ მფლობელებმა „ოცნების“ ანგარიშზე 152 000 ლარი შეიტანეს გასულ წელსაც. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კი „ნოვას“ მფლობელებმა – ჯემალ ბოლქვაძემ, ზვიად აბულაძემ და ჯემალ ანთაძემ „ოცნებას“ 300 000 ლარი შესწირეს.








