“ოცნების” პროპაგანდა “Facebook”-მა ყალბ ინფორმაციად მონიშნა

სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” გავრცელებული ინფორმაცია, რუსულ კანონთან დაკავშირებით, “ფეისბუქის” მფლობელმა კომპანია “მეტამ” ყალბ ინფორმაციად მონიშნა – “ქართული ოცნების” ლიდერების და დეპუტატების მიერ გაზიარებულ საინფორმაციო ბარათებს ახლა აქვთ წარწერა, რომეს არის ყალბი ინფორმაცია.

კამპანია, რომ თითქოს, რუსული კანონის მიღების მიზანი მხოლოდ გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა, “ქართულმა ოცნებამ” სოციალურ ქსელში ბოლო ორი დღეა დაიწყო.

ამ შინაარსის საინფორმაციო ბარათის გაზიარებას ქართული ოცნება საჯარო მოხელეებსაც თხოვდა, თუმცა ახლა ასობით გვერდზე გაზიარებული ეს ყალბი ინფორმაცია რუსული კანონის შესახებ დაჰაიდებულია.

banner
წინა სტატიაშიშსს სასაზღვრო პოლიციის სერჟანტის, ვალერი გედელიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპოლონეთში ყაჩაღობისთვის ძებნილი ქართველი დააკავეს